რა ვიცით კორონავირუსის ახალი ტიპის შესახებ, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახლი ვარიანტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა. ჯანდაცვის მინისტრის, მეტ ჰენკოკის თქმით, სულ მცირე 60-მა სხვადასხვა ადგილობრივმა უწყებამ დააფიქსირა ამ ვარიანტის მიერ გამოწვეული ინფექციები.

ჰენკოკი აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელი ან ვაქცინებისადმი რეზისტენტული იქნება, თუმცა შესაძლოა, ის უფრო გადამდები იყოს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე ინფორმირებულია ამ ვირუსის შესახებ და ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად უკვე მუშაობენ, რათა დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ.

ბირმინგემის უნივერსიტეტის ექსპერტმა, პროფესორმა ალან მაკნალიმ BBC- ს განუცხადა, რომ თვალი უნდა მივადევნოთ ცვლილებებს.

ბრიტანელი სამედიცინო მკლევარი, ჯერემის ფარარის თქმით, როდესაც ვირუსის ახალი ვარიაცია ჩნდება, საჭიროა გავითვალისწინოთ ერთი რამ - შეიცვალა თუ არა ვირუსის ქცევა?

მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვირუსები ყოველთვის იცვლებიან. „ეს მათ ბუნებაშია, ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ საშიში ისტორიები მოვისმინეთ, ხოლო პასუხები ჯერ კიდევ არ ჩანს“, - აღნიშნა პროფესორმა.

ხვალიდან ლონდონსა და სამხრეთ ინგლისის დიდ ნაწილში ლოკდაუნის მკაცრი, მე-3 დონე ამოქმედდება.