ბრიუსელში NATO-რუსეთის სამიტი დაიწყო. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტილულად მნიშვნელოვან პერიოდში, ეს არის დროული შესაძლებლობა დილოგისთვის.
„როდესაც დაძაბულობა მაღალია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთ მაგიდასთან დავსხდეთ და ჩვენი პრობლემები განვიხილოთ“, - აღნიშნულია სტოლტენბერგის Twitter პოსტში.
მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე გრუშკო ხელმძღვანელობს, რომელმაც შეხვედრას რუსეთის და NATO-ს ურთიერთობებში „გარდამტეხი მომენტი“ უწოდა.
აშშ-მ და NATO-მ საბჭოს დაწყებამდე მკაფიოდ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე ვეტოს უფლება არც ერთ ქვეყანას არ აქვს და NATO-ს გაფართოება მხოლოდ სუვერენული ქვეყნების და ალიანსის წევრების გადასაწყვეტია.
ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, მოსკოვი NATO-სგან ყოვლისმომცველი პასუხის მიღებას მოითხოვს.