„როდესაც საქმე ეხება რუსეთის წინადადებების ძირითად პრინციპებს, ის განწირულია წარუმატებლობისთვის - ჩვენ დღეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ არ დავუშვებთ NATO-ს ღია კარის პოლიტიკის დახურვას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ NATO-ს საბჭოს სხდომის შეხვედრის შემდეგ.
„დღევანდელი შეხვედრა მართლაც შესანიშნავი გამოხატულება იყო დიპლომატიის ძალის, NATO-ს 30 წევრი, სუვერენული სახელმწიფო გამოხატავდა ერთ პოზიციას, წარდგა ერთიანი პოზიციით, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს თავისი საგარეო პოლიტიკის მიმართულება; რომ თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორილი მთლიანობას ყველამ პატივი უნდა სცეს.
შეერთებული შტატები და NATO-ს მოკავშირეები ერთიანები იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრუშკოსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ფომინის მიმართ პასუხების დროს, მათ შორის, რუსეთის გარკვეულ ძირითად წინადადებებთან დაკავშირებით, რომლებიც უბრალოდ განწირულია წარუმატებლობისთვის“, - აღნიშნა ვენდი შერმანმა.