მოლდოვამ რუსული გაზის გაზრდილი საფასურის გადახდა დაიწყო

მოლდოვის მთავარი გაზგამანაწილებელი კომპანია „მოლდოვაგაზის“ ცნობით, დეკემბერში მოხმარებული გაზის საფასურის დავალიანება რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ ძველი ფასით გადაუხადა, მაგრამ ახალი წლიდან რუსული გაზის შეძენა ახალი, გაზრდილი ფასით მოუწევს.

მოლდოვამ იანვარში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის 10-20 დღით გადავადება ითხოვა, რათა „მოლდოვაგაზმა“ ამ პერიოდში მოახერხოს საჭირო თანხების მობილიზება.

ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ანდრეი სპინუმ, 13 იანვარს განაცხადა, რომ დეკემბრიდან ათასი კუბური მეტრი გაზის საფასური 550 ამერიკული დოლარიდან 647 დოლარამდე გაიზარდა, რაც დამატებით პრობლემას შეუქმნის ქვეყანას.

ამავე თემაზე:

მოლდოვა მზადაა, “გაზპრომს" ბუნებრივი აირის დავალიანება გადაუხადოს