თენგიზ ცერცვაძე: ექიმებს დიდი დატვირთვით მუშაობა უხდებათ და შესაძლოა, პრობლემები წარმოიქმნას

მედპერსონალის რესურსი საკმარისია, უბრალოდ, მათი გამძლეობაა სერიოზული გამოცდის ქვეშ, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის'' ეთერში.

თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ექიმების გადატვირთულობის გამო შესაძლოა, პრობლემები წარმოიშვას.

„აქამდე უექიმოდ არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა, მაგრამ ექიმები „გადაძაბვის“ ზღვარზე მუშაობენ. ხშირად გადატვირთულები არიან, ღამეც არ ტოვებენ ზოგჯერ კლინიკას და ეს პრობლემები არის. მეორე მხრივ, ქვეყანამ უდიდესი საბრძოლო გამოცდილება მიიღო იმ პიკების დროს, რომელიც ჩვენთან უფრო მძიმე იყო, ვიდრე უცხოეთში. „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ რომ იტყვიან, ამ პერიოდში გამოიბრძმედა სამედიცინო პერსონალიც. 9 000 საწოლი მობილიზებულია და დღეისთვის საკმარისი მედპერსონალიც არის. თუმცა, ექიმები გადაძაბულები არიან, დიდი დატვირთვით მუშაობა უხდებათ და შესაძლოა, პრობლემები წარმოიქმნას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ასევე წაიკითხეთ:

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 700 ადამიანი აიცრა