საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრს, გრიგოლ ვაშაძეს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარია.
ელჩი მიიჩნევს, რომ ვაშაძემ საკუთარ განცხადებაში გადადგომის მიზეზებზე საკმაოდ ნათლად ისაუბრა.
„ვფიქრობ, განცხადებაში მან საკმაოდ ნათლად ისაუბრა გადადგომის მიზეზებზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რომ არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარი. ჩვენ ძალიან დიდი დრო გავატარეთ წინა მოლაპარაკებების დროს, რომელმაც წარმატებულ 8 მარტის შეთანხმებამდე მიგვიყვანა, სადაც მისი კონტრიბუცია იყო ძალიან დიდი. ვწუხვარ, რომ ის ტოვებს, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას ვნახავთ მომავალში. მადლობა გრიგოლს გასული თვეებისთვის“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დღეს, 15 დეკემბერს დატოვა.