მაიკლ კარპენტერის თქმით, რუსეთის სამხედროების არასასურველი ყოფნა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიაზე კვლავ ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს

„რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები არსებითად საშიში და დესტაბილიზაციის გამომწვევია, რუსეთის ძალების არასასურველი ყოფნა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიაზე კვლავ ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს“, - ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპერნტერმა განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება სერიოზული დისკუსია იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ დაუცველობის შესამცირებლად და ნდობის გასამყარებლად, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა“, - აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა.

ასევე წაიკითხეთ: მაიკლ კარპენტერი: უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცეტრაცია ვნახეთ. მზად უნდა ვიყოთ სიტუაციის შესაძლო ესკალაციისთვის