ავსტრალიამ ჩოგბურთის ვარსკვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩს ზედიზედ მეორედ გააუქმა ვიზა. იმიგრაციის საკითხებში მინისტრის ალექს ჰოუკის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჯოკოვიჩს ახლა დეპორტაცია ემუქრება. თუმცა სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.
ჯოკოვიჩს ვიზა პირველად მელბურნში ჩასვლისთანავე გაუუქმდა, ავსტრალიის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მან „ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება“, რომელიც ვაქცინაციისგან გაათავისუფლებდა.
ჩოგბურთელმა რამდენიმე დღე საიმიგრაციო ცენტრში, სასტუმროში გაატარა. 10 იანვარს, ავსტრალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მესაზღვრეებმა პროცედურები უგულვებელყვეს.
ამავე თემაზე:
სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ იზოლაციის წესები დაარღვია