სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ იზოლაციის წესები დაარღვია

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც 16 დეკემბერს კოვიდ 19 დაუდასტურდა, იზოლაციის წესები დაარღვია. ამის შესახებ ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ვაღიარებ, რომ შეხვედრა სხვა დროისთვის უნდა გადამედო“, - წერს სპორტსმენი.

შეგახსენებთ, ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა, კორონავირუსზე აუცრელობის გამო გაუუქმა.

ცნობისთვის, 4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლდა.

ასევე წაიკითხეთ: ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და მის დეპორტაციას გეგმავს