ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდები სახიფათოა, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დაამატა, რომ ფხენიანს არ უპასუხია ვაშინგტონის არცერთ დიპლომატიურ შეთავაზებაზე.
ბლინკენმა MSNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, მკაფიოდ აჩვენა, მას არ აქვს მტრული ზრახვები ჩრდილოეთ კორეის მიმართ და მზად არის, მოლაპარაკება აწარმოოს წინაპირობების გარეშე.
„რაკეტების გამოცდა დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებაა, საშიშია და ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. ვფიქრობ, ეს არის ჩრდილოეთ კორეა ყურადღების მიქცევას ცდილობს“, - აღნიშნა ბლინკენმა.
ცნობისთვის, აშშ-მ ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე ინდივიდუალურ პირს სანქცია დაუწესა, ანალოგიური ზომა შეერთებულმა შტატებმა რუსი ინდივიდუალური პირების მიმართაც აამოქმედა, სარაკეტო გამოცდისადმი მხარდაჭერის გამო.
ამავე თემაზე: