„იმედგაცრუებული ვარ, რომ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, დაებლოკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნები მსხვილი კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომელიც ცალსახად ეფუძნებოდა როგორც მეცნიერებას, ასევე კანონს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენის თქმით, ეს საგანგებო სტანდარტი დამსაქმებლებს საშუალებას აძლევდა, მოეთხოვათ ვაქცინაცია ან დაეშვათ ვაქცინაციაზე უარის თქმა, თუ თანამშრომლები კვირაში ერთხელ ტესტირებას გაივლიდნენ და სამსახურში პირბადეს გამოიყენებდნენ. ეს ძალიან მოკრძალებული ტვირთია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ახლა სახელმწიფოებმა და ცალკეულმა დამსაქმებლებმა უნდა განსაზღვრონ, გახადონ თუ არა მათი სამუშაო ადგილები მაქსიმალურად უსაფრთხო თანამშრომლებისთვის და იქნება თუ არა მათი ბიზნესი უსაფრთხო მომხმარებლებისთვის ამ პანდემიის დროს, თუ თანამშრომლებს მოსთხოვენ, მიიღონ მარტივი და ეფექტური ნაბიჯი ვაქცინაციის მისაღებად.
„სასამართლომ დაადგინა, რომ ჩემს ადმინისტრაციას არ შეუძლია, გამოიყენოს კონგრესის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რომ მოითხოვოს ეს ზომა, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, მხარი დავუჭირო დამსაქმებლებს, რომ დაიცვან ამერიკელების ჯანმრთელობა და ეკონომიკა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ჯო ბაიდენის განკარგულება სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გააუქმა.