აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ჯო ბაიდენის განკარგულება სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ჯო ბაიდენის განკარგულება სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გააუქმა.

ამასთან, საუბარი ეხება აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, დიდი კომპანიების თანამშრომლები ვალდებულები იყვნენ სამსახურში გამოცხადებამადე გაეკეთებინათ ვაქცინა ან კოვიდტესტი.

დღეიდან, აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებს შეეხებათ, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ მხარეების არგუმენტები გასულ კვირას მოისმინა.