გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისი დედოფალ ელისაბედ მეორეს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ ოფისის წარმომადგენლების ნაწილი 2021 წლის 16 აპრილს, პრინცი ფილიპის დაკრძალვის წინა დღეს, ოფისის ბაღში მოწყობილ წვეულებას ესწრებოდა.
როგორც პრემიერ-მინისტრის სპიკერმა განაცხადა, რომ „ღრმად სამწუხაროა, რომ ეს მოხდა ეროვნული გლოვის დროს“.
მანამდე, ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს მის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებას დაესწრო, რის გამოც ბოდიში მოიხადა.
ამავე თემაზე: