იენს სტოლტენბერგი უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებს მკაცრად გმობს

უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევების შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი განცხადებას ავრცელებს.

„NATO წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა უკრაინასთან მისი კიბერთავდაცვის გასაძლიერებლად. NATO-ს კიბერექსპერტები ბრიუსელში უკრაინელ კოლეგებს უზიარებდნენ ინფორმაციას მიმდინარე კიბერ აქტივობების შესახებ.

უკრაინის ხელისუფლებას ადგილზე მოკავშირე ექსპერტებიც უჭერენ მხარს. უახლოეს დღეებში NATO და უკრაინა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ. NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერაუკრაინის მიმართ გაგრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის სამინისტროებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა