მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო და შენობა დროშის ფერებში განათდა.

ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.