ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) რეკომენდაცია გაუწია COVID19-ის სამკურნალოდ ორ ახალ წამალს - ბარიციტინიბი და სოტროვიმაბი.
ბარიციტინიბი, პერორალური პრეპარატი, „მტკიცედ რეკომენდებულია“ მძიმე ან კრიტიკული პაციენტებისთვის და მიიღება კორტიკოსტეროიდებთან.
სოტროვიმაბი რეკომენდებულია მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კორონავირუსი ან ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის ქვეშ არიან.
სოტროვიმაბი ორგანიზმში შეჰყავთ ერთჯერადი ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში. ეს არის მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატი და შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც კაზირივიმაბ-იმდევიმაბის ალტერნატივა, კიდევ ერთი მონოკლონური ანტისხეული, რომესაც WHO-მ რეკომენდაცია გაუწია 2021 წლის სექტემბერში.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ FDA 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებულთა სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი“ მაისში დაამტკიცა.
FDA-მ 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებულთა სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი დაამტკიცა