ლაბორატორიულად „​ომიკრონის“ სულ 1189 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში 16 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად „​ომიკრონის“ 1189 შემთხვევაა დადასტურებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული იყო 1185 შემთხვევა.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 24 პაციენტი.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.