ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორი: 2022 წელს, დიდ ბრიტანეთში ადამიანები პანდემიამდე პერიოდს დაუბრუნდებიან

„ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია, ყოველ შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში“, - ამბობს პროფესორი ჯულიან ჰისკოქსი, ლივერპულის უნივერსიტეტის ინფექციისა და გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის თავმჯდომარე კორონავირუსის ახალ შტამ „ომიკრონთან“ დაკავშირებით.

ის ფიქრობს, რომ 2022 წელს ადამიანები პანდემიამდე პერიოდს დაუბრუნდებიან. ბრიტანელის სპეციალისტების თქმით, გრიპის სეზონზე, ზამთარში დღეში 200-300 იღუპება და არავინ ატარებს ნიღაბს, არც სოციალურ დისტანციას იცავენ.

„მე ძალიან ოპტიმისტური ვარ განწყობილი, მალე ვიქნებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას, თუმცა ჩვენ ვიზრუნებთ მხოლოდ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებზე, მაგრამ ნებისმიერი სხვა, რომელიც დაავადდება, მას ჩვეულებრივ, გართულების გარეშე გადაიტანს“, - ამბობს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ელიზაბეტ გროპელი.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

უახლოვდება თუ არა პანდემია ბოლო ფაზას - BBC