„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის, დავით ფაცაციას გადადგომის მოთხოვნით თბილისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქცია სანატორიუმ „ქართლთან“ მომხდარს მოჰყვა, სადაც ადგილზე მცხოვრები დევნილი გარდაიცვალა.
აქციის მონაწილეთა თქმით, ფაცაციას ამ პოსტზე დარჩენის არანაირი უფლება არ აქვს, „მან რაც რაც შეიძლება დროზე უნდა დატოვოს თანამდებობა, რადგან შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ საზოგადოებას“.
ამავე თემაზე:
რა ვითარებაა სანატორიუმ „ქართლთან“, სადაც ადგილზე მცხოვრები დევნილი გარდაიცვალა