ომბუდსმენი: როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კვალიფიკაციის გამოცხადება არასწორია

„როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, არასწორია პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კვალიფიკაციის გამოცხადება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჯანდაცვის მინისტრის განცხადების კომენტირებისას.

„მე გავესაუბრე თვითმხილველებს შემთხვევის, ვინც იცნობდა გარდაცვლილს და მათი მონათხრობიდან ნამდვილად არ უნდა დარჩენოდა შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა და უბედური შემთხვევა. მე დაველოდები გამოძიებას, მაგრამ ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად, მით უმეტეს, რომ ამაზე არ მიუთითებს გარემოებები“, - განუცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს.

ამავე თემაზე:

ჯანდაცვის მინისტრი სანატორიუმ „ქართლში“ კაცის გარდაცვალებაზე: ეს არის უბედური შემთხვევა და დევნილების პრობლემასთან ნუ დავაკავშირებთ