უკრაინის პროკურატურა პეტრო პოროშენკოს 2 თვით დაპატიმრებას ან $35 მილიონიან გირაოს ითხოვს

უკრაინელმა პროკურორებმა ორშაბათს მოითხოვეს 35 მილიონი დოლარის გირაო ყოფილი ლიდერის პეტრო პოროშენკოსთვის, რომელიც დღეს დაბრუნდა უკრაინაში. აეროპორტის მახლობლად შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს მიმართვის შემდეგ, პოროშენკო სასამართლოში გამოცხადდა, სადაც პროკურორებმა განაცხადეს, რომ მან უნდა გადაიხადოს 35 მილიონი დოლარი და დათანხმდეს ელექტრონული სამაჯურის ტარებას მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ან ორი თვით დააკავებენ.

საპასუხოდ, პოროშენკომ პროკურატურა „სამარცხვინო“ მოქმედებასა და ქვეყნის „გაყოფაში“ დაადანაშაულა. პროკურატურამ ასევე მოითხოვა პასპორტის ჩაბარება.

სასამართლო პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს