პეჩორის რაიონული სასამართლო, სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
სახელმწიფო ღალატის საქმეზე, უკრაინის ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლო იხილავს. პროცესს ესწრება ექსპრეზიდენტიც.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც სახელმწიფო ღალატშსა და ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაშია ბრალდებული, კიევში 17 იანვარს დაბრუნდა. პოროშენკომ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
პოროშენკო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
„სამართალდამცველები არაკანონიერად ცდილობდნენ, უკრაინაში ჩემი შესვლა არ დაეშვათ. პასპორტს 15 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ, რათა უკრაინაში არ შევსულიყავი. ეშინიათ ჩვენი“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
ასევე წაიკითხეთ:
პეტრო პოროშენკო: ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, მომავალ არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შემიშალოს
პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება