ნათია თურნავა: მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს

მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის კლასიკური მაგალითი იმისა, როცა წმინდა კლასიკური ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით მიღებული იქნება ძალიან დადებითი სოციალური ეფექტი. აქამდე, კონკურენცია ხელოვნურად იყო შეზღუდული და ხელოვნურად შეზღუდულმა კონკურენციამ გამოიწვია ის, რომ თანაბარი ხარისხის, დასახელებისა და ზემოქმედების მედიკამენტი სამი-ოთხჯერ იაფი ღირდა აგერ, მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, რომელთანაც ზოგადად ლიბერალური, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს და გაცილებით ძვირი ღირდა საქართველოში, რაც ნონსენსია. აქედან გამომდინარე, ლოგიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ გაიხსნას ბაზარი“, – განაცხადა თურნავამ.

ასევე წაიკითხეთ:

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის წამლები