საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
„საუბარი შეეხო თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების მედიკამენტების შემოტანას, რაც წამლის ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
შეხვედრაზე მხარეებმა covid19-ის მართვის მექანიზმებზე იმსჯელეს. ზურაბ აზარაშვილმა თურქეთის ელჩს საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ფატმა ჯერენ იაზგანმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ამავე თემაზე
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის წამლები