ვოლოდიმირ ზელენსკი: გვინდა, შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

„გვინდა შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი. ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და ახლობლების დაკარგვით გამოწვეული მცირე მწუხარება. ამას ვამბობ როგორც უკრაინის, დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტი“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი რუსეთს ვითარების ესკალაციის შემთხვევაში ისეთ სანქციებს დაუწესებს, რაც დღემდე არ უნახავს. მანვე აღნიშნა, რომ თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ.

აშშ-ის პრეზიდენტი: ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა