უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი: კიევი ბაიდენის განცხადებით გაოგნებულია

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან“ საუბარში აცხადებს, რომ შოკირებულია ჯო ბაიდენის იმ განცხადებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის მიერ შესაძლო შეჭრასა და „მცირე შეჭრას“ ერთმანეთისგან განასხვავებს.

„ეს პუტინს მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში შესასვლელად. კიევი გაოგნებულია“, – აღნიშნა „სიენენთან“ საუბარში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომლის სახელსაც ამერიკული მედიასაშუალება არ ასაჯაროებს.

ასევე წაიკითხეთ:

აშშ-ის პრეზიდენტი: ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა