ბლინკენი კულებას: რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას სწრაფი და მკაცრი პასუხი მოჰყვება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო ზარი გერმანიასა და უკრაინაში ბლინკენის ვიზიტს და ასევე სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს მოჰყვა.

„სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრს კულებას მისი შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ბერლინში მოკავშირეებთან, შემდეგ კი ჟენევაში გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მხრიდან სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება.

მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინის გარეშე არ იქნება მიღებული“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენი: ლავროვმა დღეს გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს, მაგრამ ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს

ჯო ბაიდენმა განმარტა უკრაინაში „მცირე შეჭრაზე“ განცხადება, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვინდა, შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი