სტოლტენბერგი ხმელთაშუა ზღვაში დაგეგმილ მასშტაბურ წვრთნებზე: NATO თავის მოკავშირეებს ყოველთვის დაიცავს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-სა და ალიანსის მიერ, ხმელთაშუა ზღვაში დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი ნიშანი.

„მივესალმები USS Harry Truman-ის და მის დამრტყმელი ჯგუფის შესვლას ხმელთაშუა ზღვაში, Neptune Strike-ს ჩასატარებლად, ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი ნიშანი. NATO ყოველთვის დაიცავს თავის მოკავშირეებს“, - აღნიშნულია სტოლტენბერგის Twitter პოსტში.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატები და NATO ხმელთაშუა ზღვაში 12-დღიან წვრთნებს ჩაატარებენ.

NATO ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს