აშშ უკრაინის არმიის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად კიევს Mi-17 კლასის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენებს გადასცემს.
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკიმ განცხადა, რომ პრეზიდენტმა დაავალა ადმინისტრაციას, რომ დააკმაყოფილოს თავდაცვის სფეროში უკრაინის განსაკუთრებული საჭიროებები და დააჩქაროს ლეტალური იარაღით დახმარება.
„გასულ წელს ჩვენ უკრაინის უსაფრთხოებისთვის გამოვყავით 650 მილიონი დოლარი; ჯამში, 2014 წლის შემდეგ, ჩვენ უკრაინისათვის $2,7 მილიარდი გამოვყავით.
უსაფრთხოების სფეროში გამოყოფილი ტრადიციული დახმარების გარდა, როგორიცაა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა, პრეზიდენტმა დაავალა ადმინისტრაციას, რომ დააჩქაროს ლეტალური იარაღით დახმარება და დააკმაყოფილოს უკრაინის საგანგებო თავდაცვის საჭიროებები.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა NATO-ს სამ მოკავშირეს მისცა შესაძლებლობა, უკრაინაში გაგზავნოს ანტისატანკო და საზენიტო რაკეტები. ჩვენ ახლახან ვაცნობეთ კონგრესს უკრაინისთვის M-17 [Mi-17] ვერტმფრენების მიწოდების განზრახვის შესახებ“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან.
აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა.