ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ რუსეთის შესაძლო შეჭრის შემთხვევაში, უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
"ეს დახმარება კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი ტერიტორია და მოსახლეობა რუსეთის შესაძლო აგრესიის დროს.
უკრაინაზე და მის გარშემო ზეწოლის პირობებში, ბალტიის ქვეყნებმა გადაწყვიტეს უპასუხონ უკრაინის საჭიროებას და გაუწიონ მას დამატებითი დახმარება თავდაცვის სფეროში", - ნათქვამია ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
თეთრი სახლის პრესსპიკერი: აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს