უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიას მოუწოდებს, ოფიციალურმა ბერლინმა საკუთარი განცხადებებით არ წაახალისოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახალი თავდასხმა უკრაინაზე. კულება გერმანიის მადლიერი 2014 წლიდან მხარდაჭერის და რუსეთ-უკრაინის შორის არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატიური ძალისხმევისთვის, მაგრამ ბერლინის ამჟამინდელი განცხადებები იმედგაცრუებას იწვევს და ეწინააღმდეგება ამ მხარდაჭერასა და ძალისხმევას.
მისი თქმით, ბოლო განცხადებები უკრაინა-გერმანიის ურთიერთობების დონეს და უსაფრთხოების ამჟამინდელ მდგომარეობას არ შეესაბამება.
კულებას განცხადებით, დასავლეთის ერთიანობა რუსეთთან მიმართებით ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და რუსეთის ფედერაციის შესაკავებლად დიდი ძალისხმევაა მიმართული.
„გერმანელმა პარტნიორებმა უნდა შეწყვიტონ ასეთი სიტყვებითა და ქმედებებით ერთიანობის შელახვა და ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინაზე ახალი თავდასხმის წახალისება“, - აღნიშნულია კულებას Twitter პოსტში.
„ახლა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გამოსადეგი არ იქნება - ასეთია ფედერალური მთავრობის პოზიცია“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა.