"ბერლინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ჯერჯერობით გამორიცხავს". ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.
მისივე თქმით, თებერვალში უკრაინას გადაეცემა საველე ჰოსპიტალი, რომლის თანადაფინანსებაც გერმანიის მხრიდან 5,3 მილიონ ევროს შეადგენს.
„უკვე გადავეცით კიევს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები. ჩვენ ვმკურნალობთ დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს გერმანულ ჰოსპიტლებში. ასე რომ, ბერლინი კიევს მხარს უჭერს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს დეესკალაციისთვის. ახლა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გამოსადეგი არ იქნება - ასეთია ფედერალური მთავრობის პოზიცია“, - განაცხადა ლამბრეხტმა.
ასევე წაიკითხეთ:
ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან