გერმანიის საზღვაო ძალების მეთაური თანამდებობიდან გადადგა

გერმანიის საზღვაო ძალების მეთაური შოინბახი თანამდებობიდან გადადგა. ვიცე-ადმირალმა კეი-აჰიმ შოინბახმა გერმანიის საზღვაო ფლოტის მეთაურის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც საჯაროდ განაცხადა, რომ ყირიმი არავითარ შემთხვევაში არ დაუბრუნდება უკრაინას და რომ რუსეთის პრეზიდენტი პატივისცემას იმსახურებდა.

შოინბახის თქმით, მან მინისტრს გათავისუფლების თხოვნით მიმართა და განცხადება უკვე დაკმაყოფილებულია.

ამავე თემაზე:

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მისი პირადი აზრი გერმანიის პოზიციას არ ასახავს