თბილისში, „ოქროს ბირჟა“ პირველ თებერვლამდე დაიხურა. დახურვის მიზეზი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებაა.
როგორც ხელმძღვანელობა აცხადებს, კოვიდტესტები ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდებოდა და შემთხვევებმა ბოლო პერიოდში მოიმატა.
ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი.