გერმანია უკრაინას სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რუსეთთან კრიზისის დეესკალაციისთვის, მაგრამ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა არ არის გამოსავალი.

„თებერვალში უკრაინას „სრული საველე ჰოსპიტალი გადაეცემა, საჭირო ტრენინგების ჩათვლით. სულ საუბარია 5,3 მილიონი ევროს (6 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების დახმარებაზე“, - განუცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა გაზეთ Die Welt-ს.

მინისტრის თქმით, გერმანიამ უკვე მიაწოდა რესპირატორები უკრაინულ მხარეს. მძიმედ დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს კი სამხედრო ჰოსპიტლებში წლების განმავლობაში მკურნალობდნენ.

უცხოური მედია: გერმანიამ უკრაინისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემაზე ესტონეთის მოთხოვნა დაბლოკა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ბერლინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ჯერჯერობით გამორიცხავს