მომხმარებლების მონაცემების უნებართვოდ შენახვის გამო, ავსტრალიის მარეგულირებლები Facebook-ის დაჯარიმებას მოითხოვენ. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისიის თქმით, ისინი ითხოვენ სოციალური მედიის გიგანტისგან კომპენსაციას, რადგან Facebook-ი საკუთარ კომპანიას ასაღებს როგორც უსაფრთხო ვირტუალურ პლატფორმას, სინამდვილეში კი, მოქალაქეების მონაცემებს უნებართვოდ ინახავს“.
facebook-ისთვის მსგავსი ბრალდება უცხო არ არის. გასულ წელს კომპანიას მსგავსი პრობლემა აშშ-ის მარეგულირებლებთანაც ჰქონდა. მაშინ საქმის განხილვა სენატამდეც კი მივიდა.
კომპანიის სპიკერის თქმით, კომპანია „განიხილავს ACCC - ის (ავსტრალიის კონკურენციის სააგენტო) საჩივრებს და განაგრძობს საკუთარი პოზიციის დაცვას“.
ავსტრალიას Facebook-ის გარდა, Google-თან აქვს სადავო საქმეები, რომელიც ასევე დაკავშირებულია მომხმარებლების მონაცმების „არასწორი“ გზით შენახვასთან.
აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის სარჩელისგან განსხვავებით, ავსტრალიის სარჩელმა შესაძლოა, კომპანია აიძულოს მომხარებლებთან კომუნიკაციის პრინციპები შეცვალოს.