ირაკლი ზარქუა ევროდეპუტატების ვიზიტის გაუქმებაზე: თუ ვინმეს უცხოეთში მოგზაურობა უნდა, ეს სხვა ფორმატია

„ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმების შესახებ განაცხადა, რომ მიუღებელია სამიდ დღით ადრე შეხვედრის მოთხოვნა, როდესაც ჯერ პირველი პირებიც არ შეთანხმებულან ასეთ ფორმატზე. მისი თქმით, „ვიზიტზე შეთანხმება ევროპარლამენტის ძველ პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის ძველ თავმჯდომარეს შორის იყო. ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა და ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საქართველოშიც პარლამენტს კი ახალი თავმჯდომარე ჰყავს“.

„თუ ვინმემ ამოწურა იქ თავი, ვერ ხედავს თავს და თუ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა უნდა, ეს სხვა ფორმატია და ამისთვის ნუ გამოიყენებენ და ჩრდილს ნუ მიაყენებენ, როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს და ნურც ამ ინსტიტუციას.

მიუღებელია „მოწერა სამი დღით ადრე, რომ - „იცით რა, ჩვენ შეხვედრა გვინდა, და შევხვდეთ, ეს არის მიუღებელი და არაადეკვატური. მესმის, რომ საქართველო არის ულამაზესი, უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანა და თუ ნახვა უნდათ, მობრძანდნენ და მათ პირადად დავპატიჟებ. ჯერ პირველი პირები არ შეთანხმებულან ფორმატზე და ევროპარლამენტარები გამორბიან, დაკავდნენ სხვა საქმით, თუ აქვთ.

მგონია, რომ ევროპარლამენტარები ან შეცდომაში არიან შეყვანილი ან რაღაც დრამატიზებას ახდენენ. არსებობს ჟან მონეს ფორმატი, რომელიც მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ურთიერთობის ფორმატს გულისხმობს. ბოლო წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციისგან ობსტრუქციას, დესტაბილიზაციას და დესტრუქციას ვხედავდით.

ამ ფორმატს ასეთ შემთხვევებზე იყენებენ. შეთანხმება ევროპარლამენტის ძველ პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის ძველ თავმჯდომარეს შორის იყო. ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა და ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საქართველოშიც პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გვყავს.

შესაბამისად, ისინი შეთანხმდნენ, რომ ფორმატი უნდა გაწერილიყო, როგორც ამას პროტოკოლი ითვალისწინებს. ამ დროს ევროპარლამენტართა მოწერა: - იცით რა, ჩვენ შეხვედრა გვინდოდა და არ შეგხვდნენ, არის მიუღებელი და არაადეკვატური. მოვუწოდებდი, ქალბატონმა კრამონმა გაასაჯაროოს მიმოწერა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან იყო. ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირს, ევროპარლამენტარებს, ისინი ჩვენ გვეიმედებიან, თუმცა ასეთ გამოხტომებს ვერ ავიტანთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21-22 იანვარს უნდა განხორციელებულიყო, გაუქმდა

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ვიზიტის გაუქმებაზე ევროპარლამენტარების განცხადებას პასუხობს