პარლამენტის თავმჯდომარე ევროდეპუტატებს მოუწოდებს, გაასაჯაროონ სრული კომუნიკაცია, რომელიც მის კაბინეტთან შედგა.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტის გაუქმების ვიზიტი მისი მოუცლელობა არ ყოფილა.
„ჟან მონეს დიალოგი წარმოადგენს ფორმატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის, ამიტომ საჭიროა, რომ ეს შეთანხმება შედგეს მანამ, სანამ იქნება სხვა ასეთი სახის ღონისძიება დაგეგმილი და ეს კომუნიკაცია გვქონდა, მათ შორის, ამ ჯგუფსაც. ახალი თავმჯდომარე ჰყავს ევროპის პარლამენტს, როგორც საქართველოს პარლამენტს, ჟან მონეს დიალოგი ჯერ დაწყებული არ არის. ფორმალურად ამას სჭირდება სწორედ ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შორის მემორანდუმის გაფორმება. სწორედ ეს მიზეზები მოვახსენეთ შესაბამის ჯგუფს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21-22 იანვარს უნდა განხორციელებულიყო, გაუქმდა
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ვიზიტის გაუქმებაზე ევროპარლამენტარების განცხადებას პასუხობს