ბრიტანეთი მზადაა, გააძლიეროს ჯარები NATO-ს მოკავშირეების დასაცავად ევროპაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ბრიტანეთი მზად არის გააძლიეროს ჯარები NATO-ს მოკავშირეების დასაცავად ევროპაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯონსონმა „გააფრთხილა რუსეთი, რომ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში წინააღმდეგობას შეხვდება და ბევრ რუს დედას შვილი სახლში არ დაუბრუნდება“.

რუსეთმა, რომელიც უარყოფს შეჭრის გეგმებს, ჯარები განათავსა უკრაინის საზღვარზე.

შეერთებულმა შტატებმა 8500 ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რათა საჭიროების შემთხვევაში უმოკლეს დროში გადაისროლოს აღმოსავლეთ ევროპაში.

NATO-ს წევრები, მათ შორის დანია, ესპანეთი, ბულგარეთი და ნიდერლანდები, აგზავნიან უფრო მეტ მოიერიშე თვითმფრინავებს და ხომალდებს აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონში თავდაცვის გასაძლიერებლად.