" გრიგოლ ვაშაძეს ბევრჯერ უთქვამს, რომ პოლიტიკით დაიღალა და წასვლას აპირებდა. ის იყო და არის ბრწყინვალე დიპლომატი. ნაციონალური მოძრაობა უნდა გარდაიქმნას" - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფორმულას" პირდაპირ ეთერში.
"გრიგოლ ვაშაძეს არა მარტო ჩემთვის, საჯაროდაც ბევრჯერ უთქვამს, რომ პოლიტიკით დაიღალა და პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა. გრიგოლ ვაშაძე იყო და არის ბრწყინვალე დიპლომატი. ასეთი დიპლომატი ჩვენ იშვიათად გვყავს. ის მოვიდა პარტიაში მაშინ, როცა პარტია არ იყო პრივილეგირებული და ამისთვის მადლობის ღირსია. ახლა ნაციონალური მოძრაობა გადადის იმ ეტაპზე, როცა ბევრად სხვა ტიპის ბრძოლა არის საჭირო, ბრძოლა, რომელიც იქნება უფრო შემტევითი, უფრო შორს წამსვლელიც, ბევრად უფრო თავგანწირული და ასეთი დრო მოითხოვს ახალ გამოწვევებს, ახალ ხალხს. ნაციონალური მოძრაობა უნდა გარდაიქმნას." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია გუშინ დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება საკუთარ facebook გვერდზე გააკეთა.