სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის ჰადრუთის რაიონში, აზერბაიჯანის არმიამ რუსი სამშვიდობოები ალყაში მოაქცია.
რადიო „თავისუფლების“ სომხური რედაქციის ცნობით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რამდენიმე ათეული სამხედროტყვედ აიყვანა.
აღნიშნული ინფორმაცია რადიო „თავისუფლებას“ ნიკოლ ფაშინიანმა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა დაუდასტურეს. მათი ცნობით, სომეხი ჯარისკაცები აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტყვედ სოფელ ხცაბერდთან აიყვანეს.
„ამჟამად თავდაცვის სამინისტრო არკვევს ვითარებას. მე პირადად მივაქცევ ყურადღებას, რომ პასუხისგებაში მიეცენ ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლები“, განაცხადა ჰარუთიუნიანმა.
მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის, არტაკ ბეგლარიანის ქმით, „უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა ქვედანაყოფი, რომელშიც 60 სომეხი სამხედრო მოსამსახურე იყო.“
მედიის ცნობით, ტყვედ ჩავარდნილთა უმრავლესობა სომხეთის შირაქის ოლქის მაცხოვრებელია. სამხედროების ნათესავებმა გადაკეტეს გიუმრი-ერევნის დამაკავშირებელი ავტოტრასის მონაკვეთები. ისინი საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ.