გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ არჩეული პოლიტიკური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას - პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, პასუხები ასე გადანაწილდა.
ვეთანხმები - 31%; არ ვეთანხმები - 53%; არ ვიცი - 15%; უარი პასუხზე - 1%.
ცნობისთვის, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.