მოსახლეობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. NDI-ის კვლევით, 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს. კარგად - 36%. პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კარგად აფასებს 27%, საშუალოდ 27%, ცუდად 35%, არ იცის 10%-მა. ამავე კვლევით, პრემიერ-მინისტრის (გიორგი გახარია) საქმიანობას 2020 წლის დეკემბერში 46% აფასებდა კარგად. 17% - ცუდად.
ცესკოს საქმიანობას 22% აფასებს კარგად, 18%, საშუალოდ, 35% ცუდად. პრეზიდენტის საქმიანობას 46% აფასებს ცუდად, 14%-კარგად. პარლამენტის - 46% ცუდად, 12%-კარგად.
ცნობისთვის, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი, ამ შეკითხვაზე საპასუხოდ NDI-ს მიერ გამოკითხულთა 32% სიღარიბეს, 32% ფასების ზრდა/ინფლაციას, 29% სამუშაო ადგილებს, 16% ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს. რუსეთთან ურთიერთობას - 2%.
ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატია. მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის საქართველო დემოკრატიაა, თუმცა დანარჩენი მოსახლეობა არ იზიარებს ამ მოსაზრებას.
კვლევის თანახმად, აქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა.
ცნობისთვის, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.