ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კრიტიკული მოსაზრებები უკრაინის ელჩს გააცნეს

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდნენ. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი არ გამოხატავს არც ოპოზიციზიური პარტიების და არც ქართველი ხალხის პოზიციას და ამის შესახებ ესაუბრნენ უკრაინელ დიპლომატს.

თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რომლის პარტიაც არ მონაწილეობს რეზოლუციის გარშენო მიმდინარე დისკუსიებში, განააცხადა, რომ რომ მნიშნელოვანია არა რეზოლუცია, არამედ აქტიურობა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.

„ასეთ დროს ჩვენი მხარდაჭერის ხმა უნდა მივაწვდინოთ და ინფორმაციაც მოვიპოვოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, უკრაინისგან, რომელიც მაგალითს იძლევა, როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის. ჩვენი ბედი პირდაპირ მიბმულია იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში““, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.  

„ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ მედიას განუცხადა, რომ კატეგორიულად მიუღებელია „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი.

„კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ იმ ვარიანტს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს შემოთავაზებული. ეს ვარიანტი არ ახსენებს ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას, აგრესიის ნამდვილი წყაროს ვინაობას. „ქართული ოცნების“ კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკა გრძელდება და ასახულია რეზოლუციის ტექსტშიც. შესაბამისად, ინტერფრაქციულ ოპოზიციურ ფორმატში ვისმჯელებთ იმის თაობაზე, როგორ მივაღწიოთ უკეთესი ვარიანტის მიღებას, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი უარესად არ მოისპოს „ქართული ოცნების“ მიერ“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.

ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.