გერმანიის პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა ზაფხულში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული ევროპის კოსმოსური ხომალდის Ariane-ის შესახებ რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს აწვდიდა ინფორმაციას.
გერმანიამ რუსეთის მოქალაქე გასულ წელს დააკავა. ბრალი მას 9 დეკემბერს წაუყენეს.
ფედერალურმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც იდენტიფიცირებულია მხოლოდ როგორც ილნურ ნ., დაკავებამდე მუშაობდა მკვლევრად ბავარიის უნივერსიტეტში.