უკრაინაში, საჰაერო კოსმოსურ და სარაკეტო ქარხანაში სროლის შემდეგ ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
მედია წერს, რომ თავდასხმა განხორციელდა დნიპროში, ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, აღმოსავლეთ უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან 100 მილზე მეტი მანძილის მოშორებით, სადაც სამხედროები 2014 წლიდან ებრძვიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს.
დაკავებულია ეროვნული გვარდიის 21 წლის წვევამდელი.
ეროვნული გვარდიის უფროსმა მიკოლა ბალანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და განაცხადა, რომ მეთაური იყო პასუხისმგებელი „ნებისმიერ ინციდენტზე“.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარის დაუყოვნებლივი გამოძიება მოითხოვა.