უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის ინტერვიუს პასუხობს.
„უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვის ქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ არის. ახლა უკრაინისთვის რეალური დახმარება NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გერმანიის ლიდერობა იქნებოდა. ეს ყველასათვის დადებითი სიგნალი იქნებოდა“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter პოსტში.
მანამდე, გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველამ, მათ შორის რუსეთმაც იცის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ახლა დღის წესრიგში არ დგას.