თურქეთის პრეზიდენტი კიევში ჩავა. როგორც ცნობილია, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში 3 თებერვალს, თურქეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30-ე წლისთავზე შედგება.
ერდოღანის თქმით, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და მოსკოვს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.