ბერლინი რუსეთის აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებით თუ პოზიციას არ შეიცვლის, მაშინ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მიიღებს და ეს გაზვიადება არ არის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, პუტინის საბოლოო მიზანი არა უკრაინის დაპყრობა, არამედ დასავლეთ ევროპაში მისი გავლენის გაფართოებაა.
უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, „გდრ-ის მატერიალური საფუძველი უკვე არსებობს, რადგან ეს არ არის მხოლოდ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, ესენი არიან გერმანული სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები რუსული ხელფასებით, ესენი არიან ცალკეული ვიცე-ადმირალები, რომლებიც უცნაური განცხადებებით საკუთარ ქვეყანას ძირს უთხრიან“, - განაცხადა რეზნიკოვმა.