„ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, მხოლოდ ოჯახის წრეში. თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ გავუფრთხილდეთ ხანდაზმულ ადამიანებს. ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ასევე მოქალაქეებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ საახალწლო დღეებშიც. ამის გათვალისწინებით, ახალ წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ, სამწუხაროდ, დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის ისეთი რეკორდები მყარდება, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ გავუფრთხილდეთ ხანდაზმულ ადამიანებს.
ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ასევე მოქალაქეებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ საახალწლო დღეებშიც. ამის გათვალისწინებით, ახალ წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, მხოლოდ ოჯახის წრეში. თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი აღდგენისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.